top of page

"კითხვის საათი" ფრესქულის ჯგუფში "ვარსკვლავები"

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 26, 2024
  • 1 min read
ree

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფში “ვარსკვლავები” “კითხვის საათი” მოეწყო. ერთ-ერთი აღსაზრდელის, დემეტრე იორდანიშვილის მშობელმა, ლიკა ბარაბაძემ პატარებს ზღაპარი - “დეტექტივი ზღვის გოჭი” წაუკითხა. სიუჟეტის მიხედვით, ზღვის გოჭმა, სახელად დანტე, დეტექტივის როლი მოირგო და მეგობარ კატებს საქმის გამოძიებაში დაეხმარა.


„კითხვის საათის“ დასრულების შემდეგ, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მათთან სტუმრად მყოფ ზღვის გოჭს მოჰფერებოდნენ, რომელსაც ზღაპრის მთავარი პერსონაჟის მსგავსად დანტე ერქვა.


ღონისძიებას ორგანიზება აღმზრდელებმა: ნანა ნოზაძემ და ნესტან გოლეთიანმა გაუწიეს. აქტივობის მიზანს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობა წარმოადგენს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page