top of page

იმიტირებული სასამართლო - პრაქტიკული გამოცდილება IX ბ კლასში

  • Writer: CEA
    CEA
  • 2 days ago
  • 1 min read
ree

თანამედროვე განათლების აკადემიაში, IX ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. სიმულაციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატების, მოწმეების, ნაფიცი მსაჯულების და მხარეთა წარმომადგენლების როლები მოირგეს და სასამართლო პროცესის სრული მოდელი განახორციელეს.


სიმულაციამ მოზარდებს რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოცდილება მისცა. მათ პრაქტიკულად ისწავლეს მტკიცებულებების შეფასება, არგუმენტების დაცვა, სამართლებრივი ტერმინოლოგიის გამოყენება და თითოეული პროცესუალური როლის მნიშვნელობა. ეს გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული იყო მონაწილეებისთვის, რადგან საშუალება მიეცათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განევითარებინათ, გაეზარდათ ანალიტიკური აზროვნება და არგუმენტირების უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის კულტურა.

აქტივობას VIII კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ, რომლებმაც უკეთ გაიაზრეს, თუ რა საგანმანათლებლო მასალა ელოდებათ მომავალ წელს და რა უნარების განვითარება იქნება მათთვის მნიშვნელოვანი.


სპეციალურ საგანმანათლებლო ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა, მარიამ დანელიამ გაუწია.


მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების სამართლებრივი აზროვნების განვითარებას, კრიტიკული შეფასების უნარის გამყარებას და სოციალური პასუხისმგებლობის გაღრმავებას, რაც მათ მოქალაქეობრივ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 
 
 

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page