top of page

„თანამედროვე განათლების აკადემიის“ პარტნიორი უნივერსიტეტები!


„თანამედროვე განათლების აკადემია“ მუდმივად მზად არის გამოწვევებისთვის, რომლებსაც თავს ყოველთვის წარმატებით ართმევს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აკადემია არის იმ სკოლების რიცხვში, რომლებთანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მომავალ მასწავლებლებს აძლევს საშუალებას თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღოს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებაც. მემორანდუმის საგანია მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომობა, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირებას, სკოლის ბაზაზე პედაგოგიური პრაქტიკის, აკადემიის საჭიროებების კვლევებისა და სხვადასხვა ერთობლივი სემინარების და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ასევე, ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2020 წელს აკადემიის პარტნიორთა სიას საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი „ევროპის უნოვერსიტეტი“ შემოუერთდა. "ევროპის უნოვერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ სკოლის ადამიანური რესურსებისა და მატერიალური-ტექნიკური ბაზის გამოყენებით შეძლებენ აითვისონ სპეციალობის პრაქტიკული კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით.

"თანამედროვე განათლების აკადემიის"" ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა კირვალიძე:

„ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აკადემიისთვის პროფესიული დიალოგის კარგი საშუალებაა. მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო პროცესია, როგორც აკადემიისთვის, ისე უნივერსიტეტებისთვის-უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალი ცოდნა გამოსცადოს რეალურ გარემოში, მოტივირებული მასწავლებლების გუნდთან, რომლებიც მზად არიან მყისიერი დახმარება გაუწიონ სტუდენტებს სკოლის ბაზაზე. ხოლო, აკადემიისთვის ეს არის შესაძლებლობა მიიღოს ახალი, მოტივირებული კადრი და შეუწყოს ხელი მის პროფესიულ განვითარებისთვის. მასწავლებლებისთვის კი ეს დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს, ითანამშრომლონ დამწყებ კოლეგასთან, მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ სამუშაო შეხვედრებში და სხვ.“

bottom of page