top of page

"ვარსკვლავების" პრეზენტაცია ანბანზე

თანამედროვე განათლების აკადემიის ჯგუფში „ვარსკვლავები“ პრეზენტაცია გაიმართა. აღმზრდელებმა, ნესტან გოლეთიანმა და ნანა ნოზაძემ, აღსაზრდელებთან ერთად, ქართული ანბანის შესახებ, საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს. ასევე, ისაუბრეს სხვა ქვეყნების დამწერლობაზეც.

 

ინფორმაციული პრეზენტაციის შემდეგ, ბავშვები სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ: აღმზრდელებმა პატარებს რამდენიმე ქვეყნის ანბანი მისცეს და მათ მხოლოდ ქართული ასო-ბგერების შეგროვება დაევალათ. ასევე, ამოიცნეს სხვადასხვა ქვეყნის დამწერლობა, დაფაზე საკუთარი სახელები იპოვეს, რიცხვებისა და ასოების ერთობლიობით ქართული სიტყვები ააწყეს.

 

ღონისძიებას აღსაზრდელების მშობლები დაესწრნენ. სწორედ მათი ჩართულობით შედგა ბოლო აქტივობა, რომლის მიხედვითაც, შვილების მიერ შესრულებულ ნახატებში, მათ საკუთარი თავი უნდა ამოეცნოთ.

 

„ვარსკვლავებმა“ პრეზენტაცია დედაენის დღეს მიუძღვნეს. ბავშვებმა ღონისძიება ქართულ ანბანზე სიმღერით დაასრულეს, რომელზეც მუსიკის მასწავლებელმა მაია მეგრელიშვილმა იმუშავა.  

______________

bottom of page