top of page

„ექიმი მშობელი“ – კარდიოლოგის სტუმრობა III ბ კლასში

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 28, 2025
  • 1 min read

Updated: Feb 4, 2025

თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის პროექტის ფარგლებში „ექიმი მშობელი“ მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრები გრძელდება.


ამჯერად, ბავშვებს დემეტრე ჟღენტის ბებია, კარდიოლოგი სოფო ალელიშვილი ესტუმრა. ექიმმა მოსწავლეებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მნიშვნელობა აუხსნა, საინტერესო ფაქტები გაუზიარა ჯანმრთელობის შესახებ და მათ კითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა.


პროექტი კლასის დამრიგებლის, ნია ყანჩაველის ინიციატივით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს ახალი ცოდნის შეძენასა და მათი ინტერესის სფეროს გაფართოებაში ეხმარება, გარდა ამისა მშობლებისა და ბებია-ბაბუების პროფესიული გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.


Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page