top of page

ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეული CEA-ში

  • Writer: CEA
    CEA
  • Oct 7
  • 1 min read

ree

თანამედროვე განათლების აკადემიაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთნენ. კვირეული მოიცავდა სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო თუ გასართობ ღონისძიებებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გასცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს.


ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეული აკადემიაში უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელის მანანა ჭყონიას ორგანიზებით გაიმართა. კვირეულში ჩართულები იყვნენ ინგლისური, ფრანგული, იტალიური და გერმანული ენების მასწავლებლები. აქტივობები აკადემიის IV- XI კლასებში განხორციელდა. აქტივობებში მონაწილე მოსწავლეებს ევროპის საბჭოსგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.


ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეული, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC-ის (European Union National Institutes for Culture) საქართველოს წარმომადგენლობის ეგიდით, სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ენების ევროპული დღე საქართველოში 2012 წლიდან, ყოველ სექტემბერს აღინიშნება.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page