top of page

ელიზაბეტ თავბერიძე ევროპის ოთხ უნივერსიტეტში ჩაირიცხა

  • Writer: CEA
    CEA
  • 2 days ago
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის XII კლასის მოსწავლე, ელიზაბეტ თავბერიძე, ერთდროულად ოთხ პრესტიჟულ ევროპულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.


უნივერსიტეტები, სადაც ელიზაბეტმა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა:


  • LCC International University (ლიეტუვა);

  • American University in Bulgaria - AUBG (ბულგარეთი);

  • University of New York in Prague (ჩეხეთი);

  • Vilnius University (ლიეტუვა).


ბულგარეთისა და პრაღის უნივერსიტეტებში ელიზაბეტმა 20-20%-იანი დაფინანსებაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგს მან ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე, აკადემიაში მიღებული ცოდნის საფუძველზე მიაღწია.


ელიზაბეტმა არჩევანი ვილნიუსის უნივერსიტეტზე შეაჩერა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლის. ამ ეტაპზე იგი ემზადება დაფინანსების მოპოვების შემდეგი ეტაპისთვის, რაც მის აკადემიურ მიზნებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.


ჩარიცხვისთვის საჭირო პროცედურებში მას აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიორგი კვიკვინია დაეხმარა.


ვულოცავთ ელიზაბეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და სტუდენტობის ბედნიერ წლებს ვუსურვებთ!

 
 
 

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page