ელენე ჯღარკავა სწავლას დიდი ბრტანეთის სკოლაში სრული დაფინანსებით გააგრძელებს
- CEA

- 4 days ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის XI კლასის მოსწავლე, ელენე ჯღარკავა 2026 წლის სექტემბრიდან დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ სასწავლებელში - Shrewsbury School-ში - სრული დაფინანსებით ისწავლის. იგი HMC-ის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდა.
HMC-ის სტიპენდია მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი აპლიკანტიდან მხოლოდ გამორჩეულ ნიჭსა და აკადემიურ მიღწევებს აძლევს შანსს. ელენეს ეს წარმატება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ადამიანს ნებისმიერ სასურველ მიზანთან აახლოებს.
ვულოცავთ ელენეს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. დარწმუნებულები ვართ, რომ იგი ღირსეულად წარადგენს თანამედროვე განათლებს აკადემიას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.


Comments