top of page

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე CEA-ში


21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდნენ თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებიც. ბავშვებმა, კლასის ხელმძღვანელების დახმარებით, საინფორმაციო პოსტერები დაამზადეს და ლამაზად გააფორმეს. აქტივობის მიზანს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.


დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა.


დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს, აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ: 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.


ეს დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

______________

bottom of page