top of page

დათო ტურაშვილი CEA-ს მოსწავლეებს შეხვდა




თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები ქართველ მწერალს, დათო ტურაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მის ეპოქას მიეძღვნა.


მწერალმა ქართველი მეფის შესახებ მოსწავლეებს მატიანეში შემონახული ფაქტების განსხვავებული ვერსიები გააცნო. ასევე, ისაუბრა წიგნზე „ტყეების მეფე“, რომელიც დავით აღმაშენებლის შესახებ ლეგენდებისა და ისტორიული ცნობების ერთობლიობას წარმოადგენს. მწერალმა განიხილა თავისი სხვა ნაწარმოებებიც.


დათო ტურაშვილთან შეხვედრას მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

______________

bottom of page