top of page

გია ბაღაშვილი და ერისიონის სახელმწიფო ანსამბლი სტუმრად CEA-ში!



თანამედროვე განათლების აკადემია Contemporary Education Academy CEA-მ უმასპინძლა Gia Bagashvili • გია ბაღაშვილი-სა და ერისიონი Erisioni სახელმწიფო ანსამბლს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი მასპინძლობა. ბატონმა გია ბაღშვილმა სემინარი ჩაატარა სახელწოდებით "ქართული სიმღერის ფენომენი". სემინარში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ "ერისიონის" წევრებმა. მათ პატარებს გააცნეს ქართული მრავალხმიანობის შედევრები და ჩვეული ოსტატობით შეასრულეს მეგრული, გურული, სვანური, იმერული და ქართლ-კახური სიმღერები. გვსურს, თანამედროვე განათლების აკადემიის სახელით დიდი მადლობა გადავუხადოთ გია ბაღაშვილსა და ერისიონის სახელმწიფო ანსამბლს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.



bottom of page