top of page

"გალობის რაინდები" - შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი CEA-ში




თანამედროვე განათლების აკადემიაში ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა ნინო მიმინოშვილმა აკადემიის მოსწავლეებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.


ბავშვებმა, პროექტის ფარგლებში ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი “გალობის რაინდები” ნახეს, რომელიც ქართული საგალობლების შექმნისა და მათი გადარჩენის რთულ გზაზე გვიამბობს. მაშინ, როდესაც 60 წლის განმავლობაში, ქართულ ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად სრულდებოდა, ფილიმონ ქორიძე და ექვთიმე კერესელიძე ქართული საგალობლების გადარჩენას ცდილობდნენ. მათი ღვაწლი იმდენად დიდია, რომ ქართულმა ეკლესიამ ორივე მათგანი წმინდანად შერაცხა.


ღონისძიების შემდეგ ნაწილში მეოთხე ა კლასის მოსწავლემ ლიზი მაჩაიძემ ერთ-ერთი საგალობელი შეასრულა.



პროექტის ფარგლებში მოხდა საპრეზენტაციო თემებზე მუშაობაც. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მარიამ ნათენაძემ და ანასტასია ჩაჩუამ პრეზენტაცია რუსიფიკატორულ პოლიტიკასა და ქართული ეკლესიის თემაზე მოამზადეს. ხოლო მეათე კლასის მოსწავლეებმა მარიამ რურუამ, ელენე ჯღარკავამ და თინათინ ძაპტაშვილმა საპრეზენტაციო თემად „გალობის რაინდების“: ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის ცხოვრება და მოღვაწეობა აირჩიეს.


ღონისძიების ბოლოს ფილიმონ ქორიძის შვილთაშვილმა, აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნუცა ქორელმა ისაუბრა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მისია იტვირთა მისმა წინაპარმა. ასევე, განმარტა რა პირობებში მოხდა ქორიძის გვარის ცვლილება.


პროექტის მუსიკალურ ნაწილში ნინო მიმინოშვილს აკადემიის მუსიკის მასწავლებელი ანა მაისურაძე დაეხმარა.

______________

bottom of page