top of page

აუტიზმის მსოფლიო დღე

2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა. მოსწავლეებში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლებმა, ანანო შანავამ და მანანა ჭყონიამ გაკვეთილი აღნიშნულ თემას მიუძღვნეს. ბავშვებს აუტიზმის მნიშვნელობა განუმარტეს და ინგლისურ ენაზე მომზადებული ვიდეორგოლი უჩვენეს საიდანაც მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ფრაზები ამოიწერეს. გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა თავად ისაუბრეს თუ როგორ როგორ უნდა მოიქცნენ აუტიზმის მქონე თანატოლთან ურთიერთობისას.


2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.


აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით ხასიათდება. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

______________

bottom of page