top of page

აკადემიის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ


თანამედროვე განათლების აკადემიის VII დ კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ და მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერეს. ასევე, მოისმინეს მისი დაარსების ისტორია.


მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „ბერიკები ხელოვნების სასახლიდან“ და მიიღეს ინფორმაცია ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრის შესახებ.


ღონისძიების პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ბერიკული ნიღბები და სახეზე მოირგეს.

აკადემიის მოსწავლეების ხელოვნების სასახლეში ვიზიტი ისტორიის მასწავლებლის ნინო მიმინოშვილის ორგანიზებით განხორციელდა. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის მიზანი ბავშვების მუზეუმით, ხელოვნებითა და ეროვნული კულტურით დაინტერესებაა.

______________

bottom of page