top of page

აკადემიის მოსწავლეები ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარნენ

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 5, 2023
  • 1 min read

Updated: Jun 9, 2023


ree

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეები დღეს, „ბერი ანდრიას სახელობის ფონდსა“ და ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას“ ესტუმრნენ. 1-ელ ივნისს გამართული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა - 5964 ლარი, აკადემიელებმა აღნიშნულ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას გაუნაწილეს.


მოსწავლეებმა ორივე დაწესებულება დაათვალიერეს, მოისმინეს მათი დაარსების მიზანი და ბენეფიციარები გაიცნეს. სტუმრობის ბოლოს თითოეულ ორგანიზაციას 2982 ლარი გადასცეს.

ree

1-ელ ივნისს გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და აკადემიის მოსწავლეების ნამუშევრები.

ღონისძიების მიზნის წარმატებით განხორციელებაში, მოსწავლეების გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშობლებმა, აკადემიის დამფუძნებლებმა, მასწავლებლებმა და საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით! ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page