აკადემიის მოსწავლეები "ზაჰესის" ჰიდროელექტროსადგურს ესტუმრნენ
- CEA

- Nov 27, 2023
- 1 min read
Updated: Nov 30, 2023

„როგორ გარდაიქმნება წყლის ენერგია ელექტრულ ენერგიად“ - პროექტზე მუშაობის ფარგლებში თანამედროვე განათლების აკადემიის მერვე ბ კლასის მოსწავლეები ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურს ესტუმრნენ.
ვიზიტისას მოსწავლეებმა ისტორიული ექსკურსი მოისმინეს და დაათვალიერეს ზაჰესის სათავო ნაგებობები: საგენერატორო და გამანაწილებელი სადგურები.
„ზაჰესი“ პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. მისი სიმძლავრე დაახლოებით 38 მგვტ-ია.
გასვლითი ღონისძიება აკადემიის ფიზიკის მასწავლებლის ნინო ქემოკლიძის ორგანიზებით განხორციელდა.
______________


Comments