top of page

აკადემიაში ყოველწლიური შეჯიბრება Spelling Bee გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში ყოველწლიური Spelling Bee შეჯიბრების ტრადიცია გრძელდება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ინგლისური სიტყვების სწორად დამარცვლაში ეჯიბრებიან.


2022-2023 სასწავლო წლის შეჯიბრებაში მონაწილეობა აკადემიის III, IV, V, VI და VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. აკადემიელების შედეგები ინგლისური ენის მასწავლებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.


წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ერთმანეთს პარალელური კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები კლასების მიხედვით გამოვლინდნენ.


ღონისძიების ორგანიზატორი აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინიაა, რომელსაც დახმარება მასწავლებლებმა: თამუნა გოგოჭურმა, ანანო შანავამ, ანა ადამიამ და სალომე ჯგერენაიამ გაუწიეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page