top of page

აკადემიაში სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა



თანამედროვე განათლების აკადემიაში სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა, თბილისის მე-60 სკოლის, აკადემიისა და ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გუნდებმა მიიღეს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით წარიმართა. სასტარტო შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს თანაბარქულიანი მოთამაშეები დაუპირისპირდნენ. ძირითადი თამაშის დასრულების შემდეგ ქულები ასე გადანაწილდა:

 

  •   თანამედროვე განათლების აკადემია -  ქულა;

  •   თბილისის მე-60 საჯარო სკოლა -  ქულა;

  •   ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმი -  ქულა.

თანაბარი ქულების გამო, დამატებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა აკადემიისა და მე-60 სკოლის მოსწავლეებს შორის. ერთმანეთს გიორგი სვანაძე და ნიკა დანელია დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი თამაში თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდის წარმომადგენლის გიორგი სვანაძის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, სკოლებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვება აკადემიის გუნდმა მოიპოვა.  


სპორტულ აქტივობას ორგანიზება მათემატიკის მასწავლებლებმა: მირანდა გაბრიჭიძემ და გიორგი კაკოჩაშვილმა გაუწიეს.

______________

bottom of page