top of page

π რიცხვის საერთაშორისო დღე CEA-ში


მარტის თვეში მსოფლიო π რიცხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თანამედროვე განათლების აკადემიაში, ამ დღესთან დაკავშირებით, ლოგიკური ამოცანებისა და სუდოკუს კონკურსი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მეხუთე და მეექვსე კლასის გუნდებმა მიიღეს.

 

ღონისძიებას ორგანიზება აკადემიის მათემატიკის მასწავლებლებმა, მირანდა გაბრიჭიძემ გაუწია. კონკურსის დაწყებამდე მან ბავშვებს π რიცხვის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცნო, შემდეგ კი გავლილი მასალიდან კითხვები დაუსვა.

 

კონკურსის შედეგებით მეხუთე ბ და მეექვსე ბ კლასის გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს და პირველი ადგილი გაინაწილეს.

 

π რიცხვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად 14 მარტს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააწესა და პირველად ის 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა. თარიღი და დრო შეირჩა ისე, რომ გამოყენებული ყოფილიყო ამ უსასრულო რიცხვის რაც შეიძლება ბევრი ციფრი. ჯერ მოდის მე-3 თვე (ანუ მარტი), შემდეგ რიცხვი 14 და ბოლოს დრო: 1 საათი და 59 წუთი, მთლიანობაში კი ის π რიცხვის პირველ ციფრებს შეესაბამება - 3, 14159.

______________

bottom of page