top of page

VII კლასის მოსწავლეებმა ძველი ანტიკური ხანის მოდელირება მოახდინეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 8, 2024
  • 1 min read

Updated: Apr 10, 2024

ree

თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, საკლასო აქტივობის ფარგლებში, ძველი ანტიკური ხანის მოდელირება მოახდინეს.

 

დავალების მიხედვით, აღმოაჩინეს ძველი წყარო, ფრაგმენტული ინფორმაციით, რომელიც მოსწავლეებს უნდა შეევსოთ. გარდა ამისა, უნდა შეექმნათ ანტიკური ხანის ქალაქის მაკეტი. ბავშვებმა წარმოადგინეს, როგორც ელექტრონული, ასევე ხელნაკეთი ნამუშევრები. მოსწავლეებმა დავალება წყვილებში შეასრულეს.

 

აქტივობას მეოთხე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ბავშვებმა ისაუბრეს, თუ როგორი იყო ანტიკური ხანის ქალაქი, მისი ინფრასტრუქტურა, თავდაცვითი სისტემა და მოსახლეობა, საზოგადოების რა ფენები იყო წარმოდგენილი, როგორი მმართველობის სისტემა ჰქონდათ, რა სახის გასართობი დაწესებულებები ფუნქციონირებდა და რომელი რელიგიის მიმდევრები იყვნენ.

 

საკლასო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა დავალებები აკადემიის დირექტორისა და ისტორიის მასწავლებლის, დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით შეასრულეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page