top of page

TOEFL-ის მოდელირებული გამოცდა

თანამედროვე განათლების აკადემიამ „English Book“-თან თანამშრომლობა გააფართოვა, რომლის ფარგლებშიც V-XI კლასის მოსწავლეებმა TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდისთვის მომზადება დაიწყეს. პირველ ეტაპზე, ბავშვებს მოდელირებული გამოცდა ჩაუტარდათ, რა დროსაც ისინი ტესტების ნიმუშებს გაეცნენ. TOEFL-ის საერთაშორისო ტესტირება აკადემიაში 6 ივნისს ჩატარდება.

 

ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც გამოცდას წარმატებით გაივლიან, ინგლისური ენის ფინალური გამოცდებისგან თავისუფლდებიან.


TOEFL- ის გამოცდა მოსწავლეების დეტალური და სწრაფი შეფასების საშუალებას იძლევა. იგი შეესაბამება მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს, საერთო ევროპულ სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR).


 TOEFL-ის ტესტები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი:

▪︎ TOEFL Primary® Tests-8-დან 11 წლამდე მოსწავლეებისთვის;

▪︎ TOEFL Junior® Tests-11-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის;

▪︎ TOEFL ITP® Tests-16 წლიდან მოსწავლეებისთვის.


 TOEFL-ი ეხმარება მოსწავლეებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე შეფასების საერთაშორისო სტანდარტის საშუალებით, შეძლონ ინსტრუქციების გაგება ინგლისურ ენაზე და თავიდანვე შეეჩვიონ ტესტის გარემოს.

 თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს

______________

bottom of page