top of page

თანამედროვე განათლების აკადემიის განცხადება!


თანამედროვე განათლების აკადემია კორონავირუსთან დაკავშირებული არდადეგების პერიოდში, 16 მარტიდან, გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლების ფარგლებში აკადემია მოსწავლეებს შესთავაზებს როგორც ონლაინ გაკვეთილებს, ისე დამატებით რესურსებს დამხმარე ინტერაქციული აპლიკაციების, სასარგებლო ბმულების, მრავალფეროვანი სავარჯიშოებისა თუ საკითხავი მასალის სახით. დისტანციური სწავლება ისე იქნება დაგეგმილი და წარმართული, რომ ძირთადი აქცენტი გაკეთებული იყოს იმ მთავარ საბაზო ცოდნასა და უნარებზე, რომელიც აუცილებელია სხვა საკითხების გააზრებისთვის. ონლაინ გაკვეთილების წარმართვისთვის პირველ ეტაპზე გამოყენებული იქნება აკადემიის ელექტრონული ჟურნალის, Schoolbook-ის პლატფორმა.

  • დისტანციური სწავლის პროცესში ჩართვის საშუალება ექნება აკადემიის ყველა საფეხურის და კლასის მოსწავლეს. სასწავლო პროცესის ეს მოდელი ეხება აკადემიაში არსებულ ყველა სასწავლო დისციპლინას.

  • მოსწავლეებს დღეში ექნებათ 2-დან 4 გაკვეთილამდე. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 25-40 წთ. პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით თითოეული კლასისთვის განისაზღვრა გაკვეთილების სიხშირე სხვადასხვა საგანში.

  • უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, დისტანციური სწავლება დაინერგება სატესტო რეჟიმში. ერთი კვირის თავზე პროცესის როგორც შინაარსობრივი, ისე საორგანიზაცო ნაწილის გაანალიზების შემდეგ, აკადემია არსებულ ფორმატში შეიტანს ცვლილებებს, საჭიროებისამებრ.

  • პროცესის ეფექტურობისთვის საჭიროა როგორც აკადემიის მზაობა, ისე მშობელთა მხარდაჭერა. გთხოვთ, მოსწავლეებს აუხსნათ პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობა და სარგებელი.

  • აკადემია მოსწავლეებს დისტანციურ/ონლაინ სწავლებას სთავაზობს როგორც ერთ-ერთ ალტერნატივას. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, სასწავლო პროცესის აღდგენისას, ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გავიდეს საფეხურის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე. არსებული ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა ამის საშუალებას. გარდა ამისა, აკადემია სარგებლობს ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე მოდელით, რომლის ფარგლებში მას აქვს მეტი თავისუფლება ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე გავიდეს ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას!

Commentaires


bottom of page