top of page

თანამედროვე განათლების აკადემია 5 წლის გახდა

თანამედროვე განათლების აკადემია 5 წლის გახდა! საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ტრადიციული კონცერტით, რომელსაც აკადემია დაფუძნების დღიდან ყოველ წელს ატარებს, ვერ მოხერხდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა მილოცვები ონლაინ ფორმატში მივიღეთ მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, მშობლებისგან, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ცნობილი მსახიობებისა და მომღერლებისგან. თანამედროვე განათლების აკადემიას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს,ჩვენ მუდამ ვგრძნობთ მათ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით.



თანამედროვე განათლების აკადემიას დაბადების დღე მოულოცეს განათლების სფეროში მომუშავე წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ მომავალი თაობების აღზრდაში და მათ განვითარებაში. მათი შეფასებები, მოსაზრებები მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიისთვის ვინაიდან ეს გვაძლევს მეტ სტიმულს ვიყოთ უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული, წარმატებული და საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი.


Comments


bottom of page