top of page

"შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“


"შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“-ასე ჰქვია საბავშვო წიგნს რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოუშვა და რომელშიც კორონავირუსსა და მისგან დაცვის მეთოდებზეა მოთხრობილი.

გამოცემაზე 50-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და წითელი ჯვარიც მუშაობდა. პროექტში ჩართული იყო 1700-მდე ბავშვი, მშობელი და პედაგოგი, რომლებიც წიგნის ავტორებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას

უზიარებდნენ.

კერძო სკოლა თანამედროვე განათლების აკადემიის ფსიქოლოგმა ქეთევან ცინცაძემ აკადემის მოსწავლეებისთვის შექმნა წიგნის ხმოვანი ვერსია.

აღნიშნული თარგმანი არ ეკუთვნის გაეროს მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომიტეტს (IASC). აღნიშნული ორგნიზაცია არ არის პასუხისმგებელი თარგმანის შინაარსსა და სიზუსტეზე.

bottom of page