top of page

როგორ გაართვა თავი "თანამედროვე განათლების აკადემიამ" დისტანციურ სწავლებას!


ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, საგანმანათლებლო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, უმცირეს დროში საჭირო და აუცილებელი გახდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა. სასკოლო სასწავლო გეგმაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და სასწავლო პროცესი დაიგეგმა დისტანციური რეჟიმის შესაბამისად თითოეული მოსწავლის საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებისა და შედეგის უკეთ მიღწევის მიზნით.

„თანამედროვე განათლების აკადემიამ“ გადაწყვიტა პირველივე დღიდან გადასულიყო დისტანციური სწავლებაზე, როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული ფორმით. დისტანციური სწავლების შემადგენილი ნაწილები იყო:

  • ონლაინ გაკვეთილები,

  • მასწავლებლის მიერ ატვირთული მასალა,

  • საშინაო დავალებებზე უკუკავშირი,

  • მოსწავლის ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფის კონსულტირება, საჭიროებისამებრ.

მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებისთვის იყენებდნენ zoom-ის პლატფორმას, ხოლო ასინქრონული სწავლებისთვის-schoolbooks-ს და დახურულ ჯგუფებს ფეისბუქში, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით.

ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ „თანამედროვე განათლების აკადემიამ“ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდგომ სწრაფად შეძლო ადაპტაცია ახალ სასწავლო ფორმატთან და უკვე 16 მარტიდან შეძლო სასწავლო პროცესის განახლება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით. აკადემიის მასწავლებლები უდიდესი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ ონლაინ პლატფორმების შესწავლასა და მათ გამოყენებას. მათ მოიძიეს და შექმნეს შესაბამისი სასწავლო რესურსები, აკადემია მადლობას უხდის მათ მონდომებისთვის და გაწეული შრომისთვის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პედაგოგების შესანიშნავი გუნდით!

„თანამედროვე განათლების აკადემია“-ს გუნდი დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას მუდმივად თანამშრომლობდა სასკოლო საზოგადოებასთან და ატარებდა კმაყოფილების კვლევას მშობლებსა, მოსწავლეებსა და თანამშრომლებში, რათა აღმოფხვრილიყო ის უმცირესი ხარვეზები, რომლებიც, მათი აზრით, არსებობდა დისტანციური სწავლების მიმდინარეობისას. სასკოლო საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა გზით მოწოდებული უკუკავშირი ადასტურებს, რომ აკადემიაში დისტაციური სწავლება წარიმართა წარმატებულად. კვლევის შედეგად გამოიყო მიმართულებები, რომლებიც მშობელთა კმაყოფილების განსაკუთრებული საფუძველია. ესენია: ახალი გამოწვვების საპასუხოდ აკადემიის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება-მოსწავლეებისთვის დროის უმოკლეს პერიოდში შეთავაზებული იქნა დისტანციური სწავლა-სწავლების მექანიზმები. გაკვეთილების შინაარსობრივად მაღალ დონეზე მიმდინარეობს. საგაკვეთილო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციის წევრები მუდმივად აკვირდებოდნენ სასწავლო პროცესს, რაც გულისხმობდა გაკვეთილებზე დასწრებას, პრობლემების იდენტიფიცირებისა და რეაგირების გზების გამონახვას.

მასწავლებლები ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მზად იყვნენ:

  • ჩაეწერათ და აეტვირთათ ვიდეო გაკვეთილები;

  • შეეცვალათ ონლაინ პლატფორმა;

  • ჩაეტარებინათ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილები საჭიროების შემთხვევაში;

  • გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებისთვის;

  • შეექმნათ ინტერაქტიური რესურსი.

დისტანციური სწავლების ეფექტიანობამ მოგვცა მოტივაცია მსგავსი მომსახურება სკოლამდელი პროგრამის აღსაზრდელებისთვისაც შეეთავაზებინა მსგავსი სერვისი. გასაოცარი იყო ის , თუ როგორი მონდომებით ჩაერთნენ პატარა აკადემიელები დისტანციური სწავლების პროცესში.

და ბოლოს, “თანამედროვე განათლების აკადემია“ გეგმავს ახალი უნარები და დისტანციურ რეჟიმში დანერგილი წარმატებული პრაქტიკა გამოიყენოს როგორც სწავლების ხარისხის ასამაღლებლად პირისპირ და/ან დისტანციურ რეჟიმში, ასევე პედაგოგებთან სხვადასხვა სამუშაო შეხვედრის დაგეგმვის და წარმართვის დროს. აკადემიის გუნდი აცხადებს მუდმივ მზაობას, ნებისმიერ ვითარებაში მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება.

Comments


bottom of page