top of page

ნიკო კეცხოველის პროექტი


თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებით მონაწილეობს ნიკო კეცხოველის 2020 წლის სასკოლო პრემიის კონკურსში. კონკურსის წლევანდელი თემაა – თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (UN SDGs).

კონკურსის მიზანია:

  • გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა;

  • მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ თემში;

  • გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივების, პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ საზოგადოებაში.

კონკურსში მონაწილეობენ აკადემიის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების და მათემატიკის მასწავლებლები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროექტში ჩართული გუნდი ესტუმრა 51-ე საჯარო სკოლას სადაც აკადემიის მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებს გააცნეს პროექტის მიზნები,სამოქმედო გეგმა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

ასევე ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიღება მსგავს კონკურსებში. აღნიშნული სტუმრობა შეესაბამებოდა მდგრადი განვითარების მე-17 მიზანს რომელიც გულისხმობს პარტნიორობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით.#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld

Comments


bottom of page