top of page

მარინა სალუქვაძე სტუმრად Cea-ში!

25თებერვალს თანამედროვე განათლების აკადემიაში მოეწყო დოკუმენტური ფილმი „თაბაშირის იუდა“ ჩვენება და განხილვა.ფილმის ჩვენებას თავად რეჟისორი მარინა სალუქვაძე და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ესწრებოდნენ.

დოკუმენტური ფილმი წითელი ტერორისა და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზეა. ფილმის ჩვენებას

სიმბოლური ხასიათი ჰქონდა ვინაიდან 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

თანამედროვე განათლების აკადემია ამაყობს ნიჭიერი მოსწავლეებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით! #ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld

Comments


bottom of page