top of page

L TV-ს შემოქმედებითმა გუნდმა აკადემიელებს კინო-ფესტივალში მონაწილეობა შესთავაზა

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 24, 2023
  • 1 min read

ტელეკომპანია L TV-ს შემოქმედებითი გუნდი თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. ფოტო-ვიდეო გადაღებით, ჟურნალისტიკითა და სცენოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კინოოპერატორმა ლაშა ნატრაძემ მასტერკლასი ჩაატარა. სტუმარმა მოსწავლეებს განუმარტა, როგორ იქმნება ფილმის სცენარი და როგორია გადაღებისა თუ მონტაჟის პროცესი.


ასევე, ტელეკომპანია L TV-ის გუნდმა აკადემიელებს ინფორმაცია მიაწოდა კინო-ფესტივალის შესახებ, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება. მათ შესაძლებლობა აქვთ გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ისეთ თემებზე, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფილმის ქრონომეტრაჟი 5-დან 10 წუთამდეა განსაზღვრული. ახალგაზრდებმა თავიანთი ნამუშევრები L TV-ის შემოქმედებით გუნდს 1 მაისამდე უნდა წარუდგინონ.


კინო-ფესტივალი “აღბეჭდე ფიქრი” ახალგაზრდების სამოქალაქო თემატიკითა და კინოინდუსტრიით დაინტერესების მიზნით იმართება. დაჯილდოების ცერემონია 18 მაისს, საგურამოში შედგება, სადაც სამი გამარჯვებული ფილმის ავტორი გამოვლინდება.

კინო-ფესტივალში ჩართვის სურვილი თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა უკვე გამოთქვეს.

______________

Σχόλια


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page