
თანამედროვე განათლების აკადემიის IX-XI კლასის მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებელს სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერეს და მის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ. მოსწავლეები სხვადასხვა ნივთის დამზადების ტექნიკითა და ელექტრომოწყობილობების მუშაობით დაინტერესდნენ.
„სპექტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის და ხელოვნების მიმართულებით ხორციელდება.
______________
Comments