თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღი 2020 წლის 6 აპრილიდან გადადის დისტანციურ ფორმატზე.
ჩვენ აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ახალი გამოცდილება და მოერგონ ახალ გარემოს ეს ყოველივე კი გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ემოციურ უნარებს.
თანამედროვე განათლების აკადემიის ბაღის მასწავლებლები უზრუნველყოფენ, რომ აღსაზრდელებს კვლავაც ჰქონდეთ კარგად სტრუქტურირებული დღის განრიგი.
დისტანციური ფორმატში, მშობლების დახმარებით, პატარები გაუზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს მასწავლებლებსა და თანატოლებს. ასევე წაიკითხავენ საბავშვო ლიტერატურას, ჩაატარებენ სახალისო ცდებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ფიზიკურ და შემეცნებით
სააღმზრდელო პროცესში გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის ონლაინ ჩართვები, ვიდეოები, სავარჯიშოები და სხვა. დისტანციური ბაღის პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებულია არა მარტო მასწავლებლების, არამედ მშობლის როლიც.მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ხელს შეუწყობს პატარების წარმატებას და მათ ემოციურ სტაბილურობას.
თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით.
Kommentare