top of page

Diamond Challenge-ისა და „Blue Ocean"-ის პროექტების პრეზენტაცია

საერთაშორისო კონკურსის „ბრილიანტის გამოწვევის“ CEA-ს ფინალისტი გუნდების წარმომადგენლებმა თანამედროვე განათლების აკადემიის მასწავლებლებისთვის და თანასკოლელებისთვის პრეზენტაცია გამართეს. მათ ბავშვებსა და აკადემიურ პერსონალს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და განუმარტეს, როგორ შეძლებენ მომავალ წელს კონკურსში ჩართვას.

  

აკადემიის ორი გუნდი წელს Diamond Challenge-ის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. გუნდები მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. მათ მენტორობას მათემატიკის მასწავლებლები, გიორგი კაკოჩაშვილი და მირანდა გაბრიჭიძე უწევდნენ.

 

„ბრილიანტის გამოწვევის“ გარდა, მირანდა გაბრიჭიძის გუნდმა იგივე პროექტი წარადგინა საერთაშორისო კონკურსში „Blue Ocean Competition 2024”. ბავშვებმა აკადემიელებს ამ კონკურსში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს.

 

ორივე გუნდის თითოეულ წევრს და მათ მენტორებს, თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორმა, დავით მალაზონიამ, აკადემიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

______________

Comments


bottom of page