top of page

CEA-ს ფრესქულში ტოლერანტობის თემა განიხილეს


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის აღმზრდელებმა მაკა გოგოტიშვილმა და ნათია ხჩოიანმა ტოლერანტობის თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელშიც აღსაზრდელებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებიც კანის ფერით, გარეგნობით, სარწმუნოებით, ჩაცმულობითა და შეზღუდული შესაძლებლობით გამოირჩევიან. ბავშვებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოექცნენ განსხვავებულ ადამიანებს და როგორ შეიძლება საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარება აღმოუჩინონ.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის აქტივობა წარმოადგინეს:

  • წარმოსახვით ავტობუსში ადგილი დაუთმეს ბავშვიან და ხანშიშესულ ადამიანს;

  • ერთ-ერთი მათგანი ქვეითთა გადასასვლელზე უსინათლოს უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარა;

  • განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიის მოსწავლე კლასში მეგობრულად მიიღეს.

ღონისძიების დასასრულს აღსაზრდელებმა ტოლერანტობის თემაზე საკუთარი ნახატები წარმოადგინეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

______________

bottom of page