top of page

CEA-ს ფრანგული ენის მასწავლებელმა ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრანგული ენის მასწავლებელმა ხათუნა მელიქიშვილმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და საფრანგეთში 2 კვირიანი პედაგოგიური სტაჟირებისთვის სტიპენდია მოიპოვა.


დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა. კონკურსი ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა.


თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს ხათუნა მელიქიშვილს კონკურსში გამარჯვებას და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს 

______________

bottom of page