top of page

CEA-ს საქველმოქმედო აქცია




თანამედროვე განათლების აკადემიის საახალწლო გზავნილმა მზრუნველობამოკლებული ოჯახები კიდევ ერთხელ გაახარა. აკადემიის თანამშრომლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ნივთები შეაგროვეს და საქველმოქმედო ასოციაცია „SOS ბავშვთა სოფელს“ გადასცეს. ასოციაციამ აკადემიის სახელით ნივთები რამდენიმე ოჯახს გაუნაწილა.


ამ დღისთვის მთელი მონდომებით ემზადებოდნენ მეორე ბ კლასის მოსწავლეებიც. ბავშვებმა კლასის ხელმძღვანელთან, ნია ყანჩაველთან ერთად, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს, შეგროვებული ტანსაცმელი და სათამაშოები ყუთებში თავიანთი ხელით ჩაალაგეს და ადრესატებს წერილებიც მიწერეს.


საქველმოქმედო აქტივობას ორგანიზება აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწია.

______________

bottom of page