CEA-ს მოსწავლეებს სტიპენდია დაენიშნათ
- CEA

- Dec 26, 2025
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის VIII ა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს, აკადემიის სტიპენდიანტები გახდნენ!
2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში: დემეტრე ჭუმბურიძეს, ნიკოლოზ ყაზარაშვილს, გიორგი ხატიაშვილს, იოსებ მანიჟაშვილსა და ელენე კანდელაკს, აკადემიისგან ყოველთვიური სტიპენდია - 150 ლარი დაენიშნათ.
სტიპენდიის გარდა, მოსწავლეები აკადემიის ღირსეულად წარდგენისთვის მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სიგელები, ასევე, გადაეცათ კლასის ტუტორს ფატი გვაზავას და ფინალში მოასპარეზე კიდევ ერთი წარმატებული გუნდის, „IQ-8”-ს წევრებს: გიორგი ქოქრაშვილს, ზურაბ თოდუას, ანა შხვაცაბაიას, ტასო გეგეშიძესა და ანნა შენგელაიას.
გამარჯვებულები აკადემიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჯაფარიძემ და დირექტორმა, დავით მალაზონიამ პირადად დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ „ტვინების ბრძოლის“ მიმდინარე სეზონზე, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, სულ 879 სკოლის 3590 გუნდი მონაწილეობდა. გარდა სასკოლო წახალისებისა, ჩემპიონი მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, ზამთრის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან.
თანამედროვე განათლების აკადემია განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
• მოსწავლეებს - დაუღალავი შრომისთვის და იმ საოცარი შედეგისთვის, რომლითაც აკადემიის სახელი საქართველოს მასშტაბით გაიტანეს.
• მშობლებს - მუდმივი მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და იმ უდიდესი წვლილისთვის, რაც მათ შვილების განვითარებასა და მოტივაციაში შეაქვთ.
• ტუტორსა და მასწავლებლებს - პროფესიონალიზმისთვის, მოსწავლეების სწორი გზამკვლევობისა და იმ გარემოს შექმნისთვის, სადაც ნიჭი და ინტელექტი სათანადოდ ფასდება.
• საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თინათინ კურტანიძეს -„ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურნირის ორგანიზებისთვის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს საერთო ტრიუმფს.
სწორედ ეს ერთიანობა - მოსწავლე, ოჯახი და სკოლა - არის ჩვენი დიდი გამარჯვების მთავარი საწინდარი!
ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებით და მათ კიდევ მრავალ ინტელექტუალურ გამარჯვებას ვუსურვებთ!


Comments