top of page

CEA-ს მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში




თანამედროვე განათლების აკადეემიის მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას სტუმრობდნენ. ბავშვებმა სივრცე დაათვალიერეს და ბიბლიოთეკის ფრანგულ ლიტერატურას გაეცნენ.

 

ინსტიტუტმა აკადემიის მოსწავლეებისთვის პერსონალური საშვი დაუშვა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით, ჟურნალებითა და დისკებით მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ. ასევე, ექნებათ წვდომა მედიათეკის ვებ-გვერდზე, სადაც ფილმებსა და სხვადასხვა გადაცემას ნახავენ.

 

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის ფრანგულენოვანი ჯგუფის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ვიზიტი აკადემიის ფრანგული ენის მასწავლებლებმა: ანა კანკაძემ და ხათუნა მელიქიშვილმა დააორგანიზეს.

______________

bottom of page