top of page

CEA-ს მოსწავლეები სტუმრად 112-ში


თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ და გ კლასის მოსწავლეები 112-ს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მასპინძლებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ საჭიროებისას და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.


მოსწავლეებს, ასევე, გააცნეს 112-ში არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც ცრუ ზარის დროს არის გათვალისწინებული. ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებს საჩუქრად საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

ვიზიტის ბოლოს ბავშვებმა ცენტრის შენობა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

112-ში სტუმრობა აკადემიის მასწავლებლებმა, მე და საზოგადოებისა და ბუნებისმეტყველების საგნების ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში განახორციელეს. მოსწავლეების ვიზიტი კლასის ხელმძღვანელებმა: მანანა მაისურაძემ და კატო გურგენიძემ და ასისტენტმა: ელენე წერეთელმა უზრუნველყვეს.

______________

bottom of page