CEA-ს მოსწავლეები აშშ-ში, Limitless World Summit-ზე იმყოფებიან
- CEA

- 2 days ago
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მოსწავლეები: მარიამ რურუა, ალექსანდრე გუჯაბიძე და ნუცა დავითულიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც დელავერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამიტში - Limitless World Summit - ელჩების სტატუსით მონაწილეობენ.
აკადემის გუნდი ჩართული იყო კონკურსში "Diamond Challenge", სადაც მათმა ინოვაციურმა პროექტმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შედეგად, გუნდი სამიტზე საპატიო ელჩების სტატუსით მიიწვიეს. მოსწავლეები ამერიკაში თავიანთ მენტორთან, გიორგი კვიკვინიასთან ერთად იმყოფებიან.
"Diamond Challenge" საქართველოში ორგანიზებულია „სიქასა“ და "განათლებისა და მართვის გუნდების" (TEaM) მიერ, პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი მხარდაჭერითა და ძალისხმევით ეძლევათ ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ გლობალურ სამეწარმეო კონკურსში და საკუთარი იდეები მსოფლიოს გააცნონ.
შეგახსენებთ, რომ აკადემიის გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ წელსაც იმყოფებოდა, რადგან მათმა პროექტმა რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვა. ვამაყობთ, რომ თანამედროვე განათლების აკადემიის სახელმა ასეთ გლობალურ პლატფორმაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა!


Comments