top of page

CEA-ს მოსწავლებს "ფრანკოფონიის დღეების"ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ

თანამედროვე განათლების აკადემიის VIII და XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში - „გავაცნოთ საქართველო ფრანგულენოვან ქვეყნებს – სხვა საქართველო სად არის“. აკადემიელებმა ვიდეორგოლი წარადგინეს და ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ ენაზე გადმოსცეს.


ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა. მოსწავლეებს ორგანიზატორებისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

 

აკადემიელები ღონისძიებაში ფრანგული ენის მასწავლებლების, ხათუნა მელიქიშვილისა და ანა კანკაძის ინიციატივით ჩაერთნენ.

______________

bottom of page