CEA-ს მოსწავლე საგანმანათლებლო ვიზიტით დუბაიში იმყოფებოდა
- CEA

- Nov 4
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლე, ელისაბედ რამიშვილი საგანმანათლებლო ვიზიტით დუბაში იმყოფებოდა. ლიზა ლინგოსთარის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
პროგრამის ფარგლებში ვიზიტის მონაწილეები მომავლის მუზეუმს ესტუმრნენ, ასევე, მოინახულეს დუბაის უნივერსიტეტი, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე და ინოვაციურ პროგრამებს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, გაეცნენ სტარტაპების მხარდაჭერის სისტემას და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ახალგაზრდებმა, ასევე, მოინახულეს როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, სადაც მათ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებულები შეხვდნენ საქართველოს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავას, რომელმაც მონაწილეებს წარმატება მიულოცა და განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კულტურული პროგრამის ნაწილში ახალგაზრდებმა მოინახულეს დუბაის უდაბნო, საოცრებათა ბაღი და დაათვალიერეს ქალაქის ცნობილი ღირსშესანიშნაობები.
ლინგოსთარის ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება, ინოვაციურ გარემოში ინტეგრაცია და გლობალური ხედვის გაფართოება, რაც მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.


Comments