top of page

CEA-ს მეორეკლასელები სტუმრად "მწვანე სახლში"


თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეები სანერგე მეურნეობას ესტუმრნენ. “მწვანე სახლში” ბავშვებმა მცენარის აგებულება, თესლის სტრუქტურა და ნიადაგის ტიპები შეისწავლეს.


სანერგეს გიდმა პატარებს აუხსნა, თუ როგორ ხდება მცენარის გამრავლება, უჩვენა ხმელეთისა და წყლის მცენარეები, რის შემდეგაც მოსწავლეებმა გიდის შეკითხვებს უპასუხეს და ფოთლებისა და ღეროს აგებულება განასხვავეს.


გარდა ამისა, ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია კალმით გამრავლებაზეც, რის შემდეგაც ქოთნებში ყვავილები საკუთარი ხელით ჩარგეს და მისი მოვლის წესები შეისწავლეს.

"მწვანე სახლში" ვიზიტი კლასის ხელმძღვანელის ნია ყანჩაველის ინიციატივით განხორციელდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

bottom of page