CEA-ს გუნდმა შეჯიბრში - "ტვინების ბრძოლა" პირველი ადგილი მოიპოვა
- CEA

- Dec 26, 2025
- 1 min read

პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით - თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულია! VIII ა კლასის გუნდმა, სახელწოდებით “Smeg”, შემოდგომის სეზონის „ტვინების ბრძოლის“ ოთხივე ეტაპი წარმატებით გადალახა და U8 ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური შეჯიბრის მიმდინარე სეზონზე, სამივე ასაკობრივ კატეგორიაში, სულ 879 სკოლის 3590 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული მოსწავლეები, ჯილდოს სახით, ზამთრის ბანაკში სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან.
თანამედროვე განათლების აკადემიის 5-წევრიან გუნდს დემეტრე ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ ყაზარაშვილი, გიორგი ხატიაშვილი, იოსებ მანიჟაშვილი და ელენე კანდელაკი.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ!


Comments