top of page

CEA-ს გუნდმა "ახალ თაობასთან" მინი-ფეხბურთში გაიმარჯვა


თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი „მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგაში“ მონაწილეობს. პირველი მატჩი კერძო სკოლა „ახალ თაობასთან“ გაიმართა. შეხვედრა აკადემიელების გამარჯვებით, ანგარიშით: 3:1 დასრულდა. აქედან, ორი გოლის ავტორი მეთერთმეტეკლასელი ლევან წულაიაა, ხოლო, ერთი გოლი მეათე კლასის მოსწავლემ გიორგი ლომაძემ გაიტანა.

„მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-24“-ის ფარგლებში მეორე ტურის შეხვედრა 24 ნოემბერს გაიმართება. ამჯერად, თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი 173-ე საჯარო სკოლას დაუპირისპირდება.

______________

bottom of page