top of page

CEA-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ესტუმრა


თანამედროვე განათლების აკადემიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ესტუმრა. ნინო წერეთელი VIII და IX კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ მიწისძვრის შესახებ ესაუბრა. სტუმარმა სტიქიური მოვლენის გამომწვევი მიზეზები განმარტა და ახალგაზრდებს მასთან დაკავშირებული ტერმინები გააცნო.


აკადემიაში ნინო წერეთლის ვიზიტი მეცნიერ ქალთა და გოგონათა კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიებას ორგანიზება მათემატიკის, ზუსტ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელმა ნინო ქემოკლიძემ გაუწია.


მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 11 თებერვალს აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 22 დეკემბერს დააწესა. ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს ქალების თანასწორი განვითარებისკენ მოუწოდებს.

______________

bottom of page