top of page

CEA-ს აღსაზრდელებმა ბედნიერების საერთაშორისო დღე იზეიმეს


თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბედნიერების დღე აღნიშნეს. პატარებმა, აღმზრდელების დახმარებით, გიგანტური ღიმილი დახატეს და ყვითელი ფურცლებით გააფორმეს. აქტივობის გარდა, ბავშვებმა რამდენიმე თემატური სიმღერაც შეგვისრულეს.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, ბედნიერების დღე 2012 წელს დააწესა. 20 მარტის ბედნიერების საერთაშორისო დღედ აღიარებას კი მხარი გაეროს 193 ქვეყანამ დაუჭირა.



______________

bottom of page