top of page

CEA კინოცენტრის პროექტში - „კინო სკოლაში“ ჩაერთო

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 1, 2023
  • 1 min read

Updated: Dec 7, 2023


ree

თანამედროვე განათლების აკადემია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის პროექტში - „კინო სკოლაში“ ჩაერთო. პროექტის ფარგლებში კინომცოდნესთან შეხვედრები იმართება, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში კინოს როლსა და მე-20 საუკუნის კინოინდუსტრიაზე მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ასევე, ეწყობა ფილმების ჩვენება და განხილვა.


გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ შეხვედრებსაც ესწრებიან. კინომცოდნე ვიდეო გაკვეთილების, საარქივო ფოტო-ვიდეო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით, მათ კინოს ისტორიას შეასწავლიან.


თანამედროვე განათლების აკადემიაში აღნიშნული პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის მხარდაჭერით ხორციელდება.


„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი უნარები განავითაროს. პროექტი საქართველოს სკოლებში 2014 წლიდან ხორციელდება.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page