top of page

CEA-ში ცხოველთა დაცვის დღე აღნიშნეს


4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1931 წლიდან, მსოფლიოს ქვეყნებში ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ადამიანებში ყოველი ცოცხალი არსების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ არის მიმართული.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს თანამედროვე განათლების აკადემიაშიც, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. პატარებმა შექმნეს პოსტერები და თანატოლებს ოთხფეხა მეგობრების დაცვისკენ მოუწოდეს. ასევე, დაწერეს წერილები მიუსაფარი ცხოველების მხარდამჭერ ზაქარას კეთილი მანქანა / SAPG-Stray Animals Project in Georgia- სთვის, გადაიღეს ფოტოები საყვარელ ცხოველებთან და ჩაწერეს ვიდეოები მათ შესახებ.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოსწავლეებმა, აკადემიის დაწყებითი კლასის მასწავლებლების: მანანა მაისურაძისა და ხატია ბექაურის ხელმძღვანელობით განახორციელეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page