top of page

CEA-ში ღონისძიება “საქართველოს კუთხეები” გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს კუთხეები” გაიმართა. დაწყებითი კალასის მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო წარმოადგინეს. პარალელურად გაიმართა კონცერტი, სადაც ბავშვებმა სიმღერისა და ცეკვის ნომრები შეასრულეს. მეგრული, სვანური, ოსური, კახური თუ მთიულური ცეკვა-სიმღერით მოსწავლეებმა სცენაზე ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს. ღონისძიების კულმინაცია იყო სიმღერა აფხაზეთზე, რა დროსაც მოსწავლეებმა გამთლიანებული საქართველო წარმოგვიდგინეს.

ღონისძიება აკადემიის ხელოვნების მასწავლებლის ნინო იოვაშვილის ინიციატივით, დაწყებითის მასწავლებლების მხარდაჭერითა და ხელოვნების მასწავლებლის ელენე თევზაძის დახმარებით გაიმართა. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აკადემიის მშობლებმა.

მუსიკალური ნომრები მუსიკის მასწავლებლებმა ანა მაისურაძემ და ირინა ჭანიშვილმა მოამზადეს, ხოლო საცეკვაო ნომრებზე ცეკვის მასწავლებელმა ინგა ყაველაშვილმა იმუშავა.


ღონისძიების ტექნიკური უზრუნველყოფა მეთერთმეტეკლასელმა ერეკლე ჯამრულიძემ და აკადემიის თანამშრომელმა თემო ახობაძემ განახორციელეს.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მშობლებს, ღონისძიების ინიციატორებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში!

______________

コメント


bottom of page