top of page

CEA-ში თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 8, 2023
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიას თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეიდან ამ პოსტს მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ლომაძე იკავებს.


ახალი პრეზიდენტი თვითმმართველობის წევრებმა დღეს, 7 ნოემბერს აირჩიეს. ცხრა წევრიდან კანდიდატობის სურვილი მხოლოდ სამმა მათგანმა: მეათეკლასელმა გიორგი ლომაძემ, მეთერთმეტეკლასელმა ნატალია რუხაძემ და მეთორმეტეკლასელმა ნიკოლოზ ჭელიძემ გამოთქვა. თითოეულმა თვითმმართველობის წევრებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა გაიმართა. შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი - 5 ხმა გიორგი ლომაძემ დააგროვა.


დღესვე, თვითმმართველობის წევრებმა აირჩიეს მდივანი და აღნიშნულ პოსტზე ნდობა ნატალია რუხაძეს გამოუცხადეს. წევრებმა, ასევე, ჩამოაყალიბეს კომიტეტები და შეარჩიეს მისი ხელმძღვანელებიც.


აკადემიის ახლად არჩეული თვითმმართველობა მოვალეობას მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე შეასრულებს.

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page