top of page

CEA -ში "ვარსკვლავების" გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში ფრესქულის ჯგუფმა „ვარსკვლავები“ გამოსაშვები ღონისძიება გამართა. აღსაზრდელები მშობლების, პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ბაღში მიღებული ცოდნით წარდგნენ.


პატარა აკადემიელებმა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟის როლები მოირგეს და შესაბამისი სიმღერები, ცეკვები და თეატრალური წარმოდგენები შემოგვთავაზეს.


აღმზრდელ-მასწავლებლებმა ნანა ნოზაძემ და ნათია კიკნაძემ აღსაზრდელებს სასკოლო მზაობის პროგრამის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს. „ვარსკვლავების“ აღსაზრდელები მომავალ სასწავლო წელს თანამედროვე განათლების აკადემიის პირველ კლასში ჩაირიცხებიან.

______________


Comments


bottom of page